"ნაპოლი" იგუაინს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ნაპოლი" იგუაინს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს


"ნაპოლი" თავდამსხმელ გონსალო იგუაინისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს გაუმჯობესებული პირობებით. კლუბთან არგენტინელის ამჟამინდელი შეთანხმება 2018 წლამდეა გათვლილი, თუმცა, ხელმძღვანელობა შეთანხმების 2019 წლის ზაფხულამდე გახნაგრძლივებას გეგმავს. ახლა იგუაინი ნეაპოლში წლიურად 5,5 მლნ ევროს გამოიმუშავებს - ახალი გარიგების პირობების თანახმად, მისი წლიური ხელფასი 6 მლნ-მდე გაიზრდება, იუწყება Calciomercato. 27 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში უკვე 5 ბურთი გაიტანა სერია ა-ს 6 სასტარტო ტურში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები