პარეხო: "ვალენსიამ" გამარჯვება დაიმსახურა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პარეხო: "ვალენსიამ" გამარჯვება დაიმსახურა"


"ვალენსიას" კაპიტანმა, დანი პარეხომ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მისი გუნდის გამარჯვებაზე (1:0). "ბედნიერები ვართ, იმიტომ, რომ გუნდმა დაიმსახურა ეს გამარჯვება. სამი ქულა ძლიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც სატურნირო კუთხით, ისე თავდაჯერებულობისთვის. გუნდი თამაშობს, როგორც ერთი მთლიანობა და იცის, რა უნდა. ჯგუფური ეტაპის დასაწყისი ისეთი არ იყო, როგორსაც ჩვენ და გულშემატკივრები ველოდით" , - განაცხადა ესპანელმა. "ლიონთან" გუშინდელ მატჩში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი "ვალენსიას" მაისურით სოფიან ფეგულიმ გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები