დავმარცხდით, გასვლის პერსპექტივით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დავმარცხდით, გასვლის პერსპექტივით


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იუნორთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დანიის ქალაქ მიდტიულანდში, სადაც ადგილობრივი "მიდტიულანდი" საქართველოს სახელის წარმომადგენელს, "საბურთალოს" დაუპირისპირდა. მთელი მატჩის განმავლობაში, ქართული გუნდი ბურთს ფლობდა, თუმცა მეტოქის კარის ჩარჩოში დარტყმა მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა. აქედან გოლი ვერცერთხელ გაიტანა. ის ერთადერთი გოლი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს გვაძლევს, დანიელთა ნახევარმცველმა, გრემერმა საკუთარ კარში გაიტანა. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი თბილისში, 21 ოქტომბერს გაიმართება. "საბურთალოს" კი დანიური ბარიერის დასაძლევად 2-0 აძლევს ხელს.

"მიდტიულანდი" 3-1 "საბურთალო"

გოლი: სტერინგი '23, გრემერი '41, ნისენი '84 - გრემერი 50(ს.კ)

"მიდტიულანდი": ოტესენი, მუნკსგაარდი, ლაურიტსენი, ნიკოლაისენი, მურბექი, რუტიკანგა, გრემერი, ნისენი, კირკი(ოლსენი '74), ტიჩოსენი(ბრაუნი '90+1), სტერინგი(ტომსენი '64)

"საბურთალო": ქურდაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ვაჭარაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, ბიძინაშვილი, კოხრეიძე(ჩოგაძე '52), გოშთელიანი

გაფრთხილება: ტიჩოსენი, ლაურიტსენი, ნისენი - ჩაბრაძე, მარგველაშვილი

მატჩის სტატისტიკა

STA


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები