ანდრეი შევჩენკო: "ჩელსის" ყოველთვის აქვს საჩემპიონო რბოლაში დაბრუნების შანსი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანდრეი შევჩენკო: "ჩელსის" ყოველთვის აქვს საჩემპიონო რბოლაში დაბრუნების შანსი"


"ჩელსისა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ სეზონის სტარტზე თავისი ყოფილი კლუბის წარუმატებლობაზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, უკრაინელი "ჩელსიში" "მილანიდან" გადავიდა 2006 წელს და იქ 2 სეზონი გაატარა. ის ძალიან გაკვირვებული დარჩა ამ სეზონში ლონდონელთა სუსტი სტარტით. "რა თქმა უნდა, ძალიან გაკვირვებული ვარ სეზონის ასე დაწყებით, ვითვალისწინებ რა, თუ როგორ თამაშობდა გუნდი წარსულში" , - ციტირებს ლეგენდარულ ფორვარდს Sky Sports. "უკვე ახლა ვხედავთ, რა შეიძლება მოხდეს პრემიერ ლიგაში. "მანჩესტერ სიტიმ" რამდენიმე თამაში წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერად დაიწყო. ვფიქრობ, "ჩელსის" ყოველთვის აქვს საჩემპიონო რბოლაში დაბრუნების შანსი. გუნდი ბოლო თამაშებს არ ატარებს ძალიან მაღალ დონეზე. "პორტუს" წინააღდეგ მატჩშიც მეორე ტაიმში "ლურჯებს" ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდათ. ეს ფეხბურთია. ერთ დღეს შესაძლოა ყველაფერი უმალ შეიცვალოს. "ჩელსი" შესანიშნავი გუნდია. მათ კარგი მწვრთნელი, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, ლონდონელებისთვის ყველაფერი საუკეთესო მხრით შეიცვლება" , - თქვა ანდრეიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები