კრიშტიანო რონალდუს 500 გოლი კარიერაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრიშტიანო რონალდუს 500 გოლი კარიერაში


კრიშტიანო რონალდუს 500 გოლი კარიერაში
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, სადაც ერთმანეთს "მალმიო" და "რეალი" დაუპირისპირდნენ, დუბლი შეასრულა პორტუგალიელმა ვარკსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მან თავისი მე-500 გოლი გაიტანა კარიერაში. საბოლოოდ კი მის ანგარიშზე უკვე 501 გოლია. "სამეფო კლუბში" რონალდუს 323 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ლეგენდარულ რაულთან ერთად. იხილეთ სტატისტიკა, თუ სად გაიტანა მან 501 გოლი. ლისაბონის "სპორტინგი" - 5 გოლი "მანჩესტერ იუნაიტედი" - 118 გოლი მადრიდის "რეალი" - 323 გოლი პორტუგალია - 55 გოლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები