რონალდუ: "ყველაფერი წინაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "ყველაფერი წინაა"


რონალდუ:
"მალმიოს" წინააღმდეგ მადრიდის "რეალის" შემტევმა, კრიშტიანო რონალდუმ დუბლი შეასრულა და კარიერაში სულ 501 გოლი დაუგროვდა. მატჩის შემდეგ მან კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა და განაცხადა, რომ ჯერ ყველაფერი წინაა. "ბედნიერი ვარ, დღეს ჩემს კარიერაში მე-500 გოლი რომ გავიტანე, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა" , - აცხადებს კრიშტიანუ. მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბში" მის ანგარიშზე უკვე 323 გატანილი ბურთია და ამ მაჩვენებლით ის რაულს გაუთანაბრდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები