მანუელ პელეგრინი: "ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ბევრად უკეთ მოქმედება დავიწყეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანუელ პელეგრინი: "ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ბევრად უკეთ მოქმედება დავიწყეთ"


"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში (2:1) მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. "უცნაური თამაში იყო. 65 წუთის განმავლობაში ორივე გუნდს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსები ჰქონდა, ჩვენ ცუდად ვიცავდით. ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ბევრად უკეთ მოქმედება დავიწყეთ და თამაში მოვიგეთ. ვიცოდით, რომ "ბორუსია" ძალიან სწრაფი გუნდია. ცოტა გაგვიმართლა ბოლოს, მაგრამ ბოლო დროს ბევრი წარუმატებლობა გვქონდა" , - თქვა პელეგრინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები