მასიმილიანო ალეგრი: "კარგი მატჩი ჩავატარეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასიმილიანო ალეგრი: "კარგი მატჩი ჩავატარეთ"


"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში (2:0) "სევილიასთან" გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა. "ბიჭებმა კარგი მატჩი ჩაატარეს ტაქტიკის, ტექნიკის და დაცვაში თამაშის მხრივ. ძალიან ახალგაზრდა შეტევის ხაზი გვყავს, საერთაშორისო მატჩების მცირე გამოცდილებით. ერნანესმა კარგად ითამაშა "ნაპოლისთან" მატჩის (1:2) გამო მისი მისამართით გამოთქმული მთელი კრიტიკის შემდეგ. მე კმაყოფილი ვარ. "სევილია" ძალიან ძლიერი გუნდია, შეტევაში საშიში. თუმცა, როცა ბიჭები მზად არიან, ბევრი იმუშაონ და გუნდისთვის თავი მსხვერპლად შეწირონ, შეგვიძლია კარგად მოქმედება. როცა ბურთს ფლობ, უფრო მარტივია თამაშიც, შეტევაც და დაცვაც. კიდევ უნდა გამოვასწოროთ ეს ასეპქტი, მაგრამ უკვე არის უკეთესობა" , - თქვა ალეგრიმ JTV-სთან ეთერში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები