მორატა: "უნდა გავაგრძელოთ ბეჯითად მუშაობა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატა: "უნდა გავაგრძელოთ ბეჯითად მუშაობა"


ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში მისი გუნდის "სევილიასთან" (2:0) გამარჯვებაზე. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ფორვარდმა გუშინდელ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. ასე რომ, ალვარო მორატა ჩემპიოონთა ლიგაზე მოწინააღმდეგეების კარს ზედიზედ ხუთი მატჩია, ლაშქრავს. "ბედნიერი ვარ, ისევ რომ გავიტანე გოლი. მაგრამ უპრიველეს ყოვლისა - შედეგი გუნდისთვის" , - დაიწყო მორატამ. "ბევრს არ ვთამაშობდით დიბალასთან ერთად, მაგრამ უკვე შესანიშნავად გვესმის ერთმანეთის. ადაპტაციისთვის ბევრი დრო არ გვჭირდება. უნდა გავაგრძელოთ ბეჯითად მუშაობა. ბოლოს, ჩვენს თამაშს ვიპოვით და ყველაფერი თავის ადგილზე დაჯდება" , - განაცხადა თავდამსხმელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები