სონი ტრავმირებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სონი ტრავმირებულია


"ტოტენჰემის" შემტევი სონ ჰინ მინი კოჭის ტრავმის გამო გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა, ავრცელებს ინფორმაციას ინგლისური კლუბის პრეს-სამსახური. 23 წლის ფორვარდმა ტრავმა ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით "მან სიტისთან" (4:1) გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ იგი ექიმთა დაკვირვების ქვეშაა. ფეხბურთელმა ამ სეზონში "დეზების" მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები