არბელოა: "რონალდუ "რეალის" ლეგენდაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არბელოა: "რონალდუ "რეალის" ლეგენდაა"


"რეალის" მცველმა, ალვარო არბელოამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "მალმიოსთან" (2:0) გამართული შეხვედრის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს მიღწევაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, პორტუგალიელმა ფორვარდმა აღნიშნულ მატჩში დუბლი გაიფორმა და ევროთასებზე მადრიდელთა საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "კრიშტიანუს მიღწევით მოხარულები ვართ", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი არბელოას სიტყვებს. "ის, რასაც იგი აკეთებს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. რონალდუ "რეალის" ნამდვილი ლეგენდაა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები