ბუფონი: "ინგლისში თამაში მინდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი: "ინგლისში თამაში მინდა"


"იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "სევილიასთან" (2:0) მოგებული გუშინდელი მატჩის შემდეგ არ დამალა, რომ ტურინული კლუბიდან წასვლის შემდეგ ძალების მოსინჯვა სხვა ჩემპიონატშიც სურს. 37 წლის გოლკიპერის განცხადებით, ყველაზე მეტად მას ინგლისში თამაში უნდა. "ინგლისის პრემიერ ლიგაში მსურს ასპარეზობა", - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Voetbal Nieuws. "პარმაში" 10, ხოლო "იუვენტუსში" 15 წელი გავატარე და მხოლოდ 2 წელიღა შევძლებ მაღალ დონეზე თამაშს. სავსებით შესაძლებელია, ინგლისურ კლუბში გადასვლის შანსი მომეცეს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები