"არსენალი" ზამთარში ლავესის ყიდვას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალი" ზამთარში ლავესის ყიდვას ეცდება


"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ეზეკიელ ლავესიმ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ფრანგული კლუბი დატოვოს. როგორც Daily Express იუწყება, არგენტინელისადმი კონკრეტულ ინტერესს ლონდონის "არსენალი" იჩენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფორვარდი ანხელ დი მარიასთან კონკურენციას ვერ უძლებს და სამუშაო ადგილის შეცვლა სურს. აქამდე არსებული ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელისთვის "ინტერი" და "ვალენსიაც" იბრძვიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები