კრიშტიანუ რონალუ: "ვფიქრობ, ჩემი მომავალი "რეალთანაა" დაკავშირებული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრიშტიანუ რონალუ: "ვფიქრობ, ჩემი მომავალი "რეალთანაა" დაკავშირებული"


კრიშტიანუ რონალუ:
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ თავის მომავალზე ალაპარაკდა. ბოლო პერიოდში იწერებოდა, რომ რონალდუმ შესაძლოა "რეალი" დატოვოს და კარიერის გასაგრძელებლად "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს ან "პსჟ"-ში გაემგზავროს. მიუხედავად ამისა, რონალდუმ ყველა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მისი მომავალი "რეალთანაა" დაკავშირებული. "ვფიქრობ, ჩემი მომავალი "რეალთანაა" დაკავშირებული. მე აქ ყოფნა ძალიან მომწონს. მადრიდში თავს მშვენივრად ვგრძობ და მსურს უფრო მეტ გამარჯვებას მივაღწიო. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტთან, მწვრთნელთან და ყველა მოთამაშესთან. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე პროფესიონალი ვარ. თუმცა, ბოლოს მინდა ვთქვა, რაც აქამდე უკვე მილიონჯერ მითქვამს: არ ვიცი რა იქნება მომავალში. შემდეგ სეზონში შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად იყოს.", - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები