ანტონელი: "მინდა, იტალიის ნაკრების მაისურით ვითამაშო ევროპის ჩემპიონატში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანტონელი: "მინდა, იტალიის ნაკრების მაისურით ვითამაშო ევროპის ჩემპიონატში"


ანტონელი:
"მილანის" მცველმა, ლუკა ანტონელიმ "ნაპოლისთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. იტალიელი მცველი ნეაპოლიკანელებთან თამაშის წინ კარგ განწყობაზეა. "უბრალოდ, ველით "ნაპოლისთან" მატჩს. ეს რთული მატჩი იქნბეა, მაგრამ 3 ქულის მოპოვება გვინდა. გვეშინია მოწინააღმდეგეების, მაგრამ მათაც ეშინიათ ჩვენი" , - ციტირებს ფეხბურთელს Football Italia. "ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს. ის თამაშისთვის კარგად მომზადებაში დაგვეხმარება. რაც შეიძლება, მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ, რომ სატურნიო ცხრილში მაღალი პოზიცია დავიკავოთ შობის წინ. ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის ნაკრების მასიურით თამაში. მინდა, იტალიის ნაკრების მაისურით ვითამაშო ევროპის ჩემპიონატში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიჩენ თავს "მილანში" , - ამბობს ანტონელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები