დეილი ბლინდი: "მატას თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დეილი ბლინდი: "მატას თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, დეილი ბლინდმა "ვოლფსბურგთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ საბოლოო შედეგში ნახევარმცველ ხუან მატას წვლილი აღნიშნა. "მატას თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, გარდა ამისა, კიდევ, უბრალოდ, კარგი ბიჭია. მატა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. პირველ ტაიმში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, შესანიშნავი საგოლე მომენტები გვქონდა. შესვენების შემდეგ კი 3 ქულის შესანარჩუნებლად შრომა დაგვჭირდა" , - თქვა ბლინდმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები