ლეგიონი. ქეცბაია კვლავ დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეგიონი. ქეცბაია კვლავ დამარცხდა


ლეგიონი. ქეცბაია კვლავ დამარცხდა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის K ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთში, სადაც პრაღის "სპარტამ" ნიქოზიის "აპოელი" 2-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ზედიზედ მეორე მატჩშია ამარცხებენ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს. ქართველი სპეციალისტის კლუბი პირველ ტურში "შალკესთან", 0-3 დამარცხდა. კვიპროსელები 0 ქულით ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილს იკავებენ. გამოკვეთილი იყო მასპინძელთა უპირატესობა. ჩვენებურმა ჩეხეთში დაცვითი სტილი აირჩია. "სპარტამ" კვიპროსელთა კარის ჩარჩოში 7-ჯერ დაარტყა, ხოლო თემურ ქეცბაიას გუნდმა მხოლოდ ერთხელ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები