გუნდები, რომლებმაც სეზონი ცუდად დაიწყეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გუნდები, რომლებმაც სეზონი ცუდად დაიწყეს


მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყეს იმ გუნდებმა, რომლებიც გასულ წელს გამორჩეულები იყვნენ. მაგალითად, "სევილიამ" ევროპა ლიგისა და უეფას სუპერთასის ფინალები ითამაშა, ლა ლიგაში კი მხოლოდ 1 მოგება აქვს. გთავაზობთ გუნდებს, რომლებმაც მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყეს. ლონდონის "ჩელსი" პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონებს მიმდინარე სეზონში 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვთ. ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში კი მოურინიოს "ჩელსი" "პორტუსთან" დამარცხდა. ლონდონის "არსენალი" მეთოფეებს პრემიერლიგაში 13 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ორიდან 2 წაგება აქვთ და ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან. ტურინის "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული ტურინის "იუვენტუსი" სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს და მხოლოდ 1 მოგება აქვს. "მილანი" გასული სეზონების მსგავსად, "მილანმა" ეს სეზონიც ცუდად დაიწყო. გუნდს სერია ა-ს გათამაშებაში 3 მოგება და 3 წაგება აქვს. ევროტურნირებზე კი საერთოდ არ ასპარეზობს. "სევილია" უეფას სუპერთასის ფინალისტი გუნდი "სევილია" საშინელ ფორმაშია. 6 ტურის შემდეგ სევილიელები ლა ლიგაში მე-16 ადგილზე არიან. "გლადბახი" ამ გუნდს ბუნდესლიგის პირველ 5 ტურში ყველა წაგებული ჰქონდა, ახლა კი ზედიზედ 2 მატჩი მოიგო და მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. "მარსელი" საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან "მარსელმა" ვერც ერთი ვერ მოიგო. სატურნირო ცხრილში კი ისინი მე-15 პოზიციას იკავებენ.  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები