ფეხბურთელი, რომელიც მაისურში გაცვალეს და სხვა 8 დაუჯერებელი საფეხბურთო ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფეხბურთელი, რომელიც მაისურში გაცვალეს და სხვა 8 დაუჯერებელი საფეხბურთო ისტორია


ფეხბურთელი, რომელიც მაისურში გაცვალეს და სხვა 8 დაუჯერებელი საფეხბურთო ისტორია
ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს განსაკუთრებულად უყვარს სპორტის ეს სახეობა და მათი უმრავლესობა სულსა და გულს დებს საყვარელი კლუბ(ებ)ის მხარდასაჭერად. ჩვენ ყოველდღიურად საყვარელი სპორტის სახეობაში მომხდარ საინტერესო ფაქტებს ვეცნობით, მაგრამ საფეხბურთო კალეიდოსკოპის განსაკუთრებულად მრავალფეროვნების, თუ უბრალოდ დროის უქონლობის გამო, ჩვენს თვალსაწიერს ისეთი საინტერესო ფაქტები გამორჩება ხოლმე, რომლისთვისაც ნამდვილად ღირს დროის დათმობა. სპეციალურად საფეხბურთო საიტ GOAL.GE –სთვის მომზადებულ ბლოგში, მე, დიმა კუტუბიძე ამ საინტერესო, ლეგენდარულ ფაქტებზე ვისაუბრებ. #1. იმ მეკარისთვის, რომელმაც პროფესიონალურ კარიერაში 100–ზე მეტი გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონი ბოლო იქნება. rogerio ceni ამ უნიკალური მეკარის სახელი როჯერიო სენია. ზოგადად, ლათინოამერიკელი გოლკიპერები მწვანე მინდორზე ხშირად დგამდნენ შოუებს, შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე ხოსე ლუის ჩილავერტი, რომელმაც პირველად გაიტანა ჰეთ–თრიკი როგორც მეკარემ.შეგვიძლია გავიხსენოთ რენე იგიტუ და მისი ძალიან ცნობილი „სკორპიონის ნაკბენი“.ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთის შოუ–მენი ქალაქ სან–პაულოდანაა და ადგილობრივი გუნდის ქომაგებს უკვე 24 წელია არამარტო სეივებით და გოლკიპერული ნიჭით აკვირვებს, არამედ საჯარიმო დარტყმებიდან, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან და თამაშიდან გატანილი გოლებითაც კი.მთლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში როჯერიო მუკე სენი „სან პაულოში“ თამაშობდა, და მეტოქეთა კარის აღება 131–ჯერ მოახერხა.როჯერიომ გატანა ახალგაზრდულ გუნდ „სინოპშიც“ მოახერხა, თანაც არა ერთჯერ არამედ ორჯერ.სენი „სან პაულოს“ ღირსებას 1990 წლიდან იცავს და მიმდინარე სეზონი მისთვის, როგორც მეკარისთვის უკანასკნელი იქნება.სავარაუდოდ, პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ როჯერიო მეკარეთა მწვრთნელი გახდება. #2 არბიტრი, რომელმაც წითელი ბარათი საკუთარ თავს უჩვენა 1 ფეხბურთის არსებობის ისტორიაში, დაფიქსირებულია მხოლოდ 2 ფაქტი, როდესაც შეხვედრის არბიტრმა წითელი ბარათი საკუთარ თავს უჩვენა.პირველი იყო ენდი ვეინი, რომელიც „პიტერბორო ნორტ ენდი – როიალ მეილი“–ს მატჩის მიმდინარეობისას, მინდვრიდან საკუთარი თავი გააძევა, „საუთჰემპტონ არმსისა“ და „ჰერსტბორნ ტარანტ ბრიტიშ ლეგიონი“–ს დაპირისპირებაში ვეინის ქმედება გაიმეორა მელვინ სილვესტრმა.პირველმა გმირმა გადაწყვეტილება უბრალოდ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მიიღო, როდესაც არბიტრი პროტესტის შემდეგ მეკარისკენ მირბოდა, უეცრად გაჩერდა და ყველაფერი დაასრულა, მათ შორის მისი სამსაჯო კარიერაც, მან საკუთარ თავს წითელი ბარათი უჩვენა.ამ თითქოს აბსურდული ისტორიის მეორე წევრმა, თავი ვერ შეიკავა და მოთამაშეს ხელი რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც უბრალოდ საკუთარ საარბიტრო კარიერას წერტილი დაუსვა. #3 ფაქტი, ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხშიშველი თამაშს აპირებდა fe აღნიშნული ისტორია ძალიან მარტივია, მაგრამ რეალურად ყველაზე გულუბრყვილო ბავშვისათვისაც კი რთულად დასაჯერებელი – აზიის ერთ–ერთმა პოპულარულმა ქვეყანამ, ინდოეთმა, საკუთარი ნაკრების ფეხბურთელებისათვის 11 წყვილი ბუცი ვერ გამოძებნა, რომ 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავი არ შეერცხვინათ.FIFA-ს დელეგაციამ კი, რომელიც ინდოეთის ნაკრების სავარჯიშო ბანაკში იმყოფებოდა, გუნდს მინდორზე ფეხშიშველი გასვლის უფლება არ მისცა.ამასთან, საინტერესოა რომ ინდოეთი მუნდიალზეც კი არ მოხვედრილა საკუთარი დამსახურებით, ბირმას, ფილიპინებისა და ინდონეზიის საკვალიფიკაციო ეტაპიდან საკუთარი ნებით გამოთიშვით ინდოეთი ავტომატურად მოხვდა მუნდიალზე, დამეთანხმებით FIFA-ს ეს გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდა. #4, რომელ საფეხბურთო გუნდს მოუხდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არამარტო თავისი, არამედ სხვისი კარების დაცვაც ? da 1994 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის სტანდარტებით გათვალისწინებით Shell Caribbean Cup–ის გათამაშება მიმდინარეობდა, სადაც ერთმანეთს ბარბადოსისა და გრენადას გუნდები უნდა შეხვედროდნენ.მატჩის დაწყებამდე ყველაფერი ძალიან მარტივად იყო, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბარბადოსს ორ ბურთიანი სხვაობით უნდა გაემარჯვა.მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში 2:1 იყო, სწორედ ამ დროს ბარბადოსელებმა გოლი საკუთარ კარში გაიტანეს.მატჩი ფრედ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა, სწორედ ამ დროს ამოქმედდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სულელური წესი – გუნდი, რომელიც 30 წუთიანი ოვერტაიმის განმავლობაში პირველად გაიტანდა გოლს, 2:0 გამარჯვებით დაჯილდოვდებოდა.მთლიანი დამატებითი დროის განმავლობაში, მონაწილე გუნდები ერთხელაც არ გადასულან მეტოქის ნახევარზე, 30 წუთის განმავლობაში მათ გოლები საკუთარ კარში გაჰქონდათ. #5 ომი, რომელიც წაგებული მატჩის შემდეგ დაიწყო sa 6 დღიანი სამხედრო კონფლიქტი (1969 წლის 14 ივლისიდან 20–მდე) მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰონდურასის ეროვნული ნაკრები სალვადორთან დამარცხდა.ზემოთ აღნიშნული დაპირისპირება „საფეხბურთო ომი“–ს სახელითაა ცნობილი.რეალურად, სამხედრო ოპერაციები მხოლოდ მატჩის გამო არ დაწყებულა, გეოგრაფიულ მეზობლებს შორის სიძულვილი მატჩამდე 9 წლით ადრე ჩამოვარდა, როდესაც ჰონდურასელებმა უკმაყოფილება გამოხატეს ელ სალვადორიდან ჰონდურასში ლტოლვილი მიგრანტების შედინებისას.პატარა, მაგრამ ამაყი ჰონდურასი ძველ მოწინააღმდეგესთან დამარცხების გამო მუნდიალის მიღმა დარჩა, რამაც სტადიონზე აჯანყება გამოიწვია, ქუჩები კი დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.100 საათიანმა ომმა ქვეყნებს საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზარალი მოუტანა, ომის მსხვერპლმა კი 2000–6000 ადამიანი შეადგინა. #6 ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარ კარებში ჰეთ–თრიკი შეასრულა fea ბელგიელმა ფეხბურთელმა სტენ ვან დე ბეისმა ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში, ჟიუპილე–ლიგაში „ჟერმინალ ბეერშოტსა“ და „ანდერლეხტს“ შორის გამართულ მატჩში, 1995/96 წლების სეზონში, საკუთარ კარში 3 გოლი გაიტანა, ეს შედეგი გინესის საოცრებათა წიგნშია შეტანილი.აღნიშნული მატჩი „ანდერლეხტმა“ 3:2 იმარჯვა, ისე რომ მათ გოლიც კი არ გაუტანიათ. #7. ფეხბურთელი, რომელიც მაისურში გაცვალეს fes „კრილია სოვეტოვისა“ და ვლადიკავკასის „სპარტაკის“ ექს–ფეხბურთელი სერგეი ბოდაკი ოსეთის გუნდში მეტად უცნაური გაცვლით გადავიდა, სრულიად რეალურია რომ ეს გაცვლა ფეხბურთელს სრულადაც არ გახარებია.როგორც ყოფილი ფეხბურთელები და მესვეურები ყვებიან ეს მოხდა 90–იან წლებში, კონკრეტულად 1992 წელს, იმ დროს როდესაც რუსეთს საკმაოდ მძიმე დღე ედგა.კლუბები მინიმალური დაფინანსებით არსებობდნენ, გუნდები სრულ ტრანსფერებზე გაფიქრებასაც კი ვერ ბედავდნენ, ხშირად კი ახალი სეზონისთვის ახალი ფორმის შეკერვასაც ვერ ახერხებდნენ.ფორმების კომპლექტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სეზონში „კრილია სოვეტოვს“ ეცვა, გუნდმა ოსური „სპარტაკისგან“ მცველ სერგეი ბოდაკის სანაცვლოდ მიიღო. #8. მატჩი, რომელიც 2:2 დასრულდა ყველა გოლი ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა 1976 წლის 20 მარტს, „ასტონ ვილას“ მცველმა კრის ნიკოლმა „ლესტერ სიტისთან“ მატჩში, მეტოქის, ისევე როგორც საკუთარი კარი 2–ჯერ აიღო, ამ უნიკალური მიღწევით ის გინესის რეკორდების წიგნშია შესული.მატჩი 2:2 დასრულდა, 4ივე გოლი კრის ნიკოლის ანგარიშზეა. #9. მეკარე, რომელმაც ბრწყინვალე მომავლის მიუხედავად კარიერა დაასრულა carlos roa ესპანური „მალიორკას“ არგენტინელ მეკარე კარლოს როას, არგენტინული და ესპანური პრესა ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.წინასწარმეტყველება აღსრულების გზაზე იდგა, როათი „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ კი დაინტერესდნენ, მაგრამ კარიერის პიკში მყოფმა კიპერმა ყველასთვის მოულოდნელად კარიერა დაასრულა.ეს მეტად უცნაური გადაწყვეტილება, ფეხბურთელმა იმით ახსნა რომ მას უბრალოდ სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სახლში ჩუმად ჯდომა უნდოდა.მოგვიანებით, კარლოს როამ კარიერა გააგრძელა, მაგრამ მხოლოდ დაბალ ლიგებში, რის შემდეგაც როამ კარიერა საბოლოოდ დაასრულა.

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები