ლეგიონი. კვერკველია ქულას დასჯერდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეგიონი. კვერკველია ქულას დასჯერდა


ლეგიონი. კვერკველია ქულას დასჯერდა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის B ჯგუფის მატჩი ყაზანში, სადაცც ადგილობრივი "რუბინი" ჟირონდის "ბორდოს" დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში თამაშობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია. ტანმაღალმა მცველმა 90 წუთი იასპარეზა და საკმაოდ შედეგიანად. რუსები ბოლო 10 წუთში კაცნაკლულნი დარჩნენ, ამიტომ ჩვენებურს ორმაგად გაურთულდა საქმე, რომელსაც თავი მშვენივრად გაართვა. 2 ტურის შემდეგ 1 ქულით "რუბინი" ცხრილში ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები