მესიმ ესპანეთის სასამართლოში საჩივარი შეიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესიმ ესპანეთის სასამართლოში საჩივარი შეიტანა


"ბარსელონას" ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ცნობილი ესპანური გამოცემის, "El Mundo"-ს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. არგენტინელი ფეხბურთელი გამოცემას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც იცით, 2013 წელს ლიონელ მესიმ 2 ამხანაგური მატჩის გამართვას უხელმძღვანელა. ერთი შეხვედრა პერუში, მეორე კი ჩიკაგოში გაიმართა. შეხვედრებს ასე ეწოდა: მესი და მეგობრები, დანარჩენი მსოფლიოს ფეხბურთელების წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ამ შეხვედრებს საქმელოქმედო სახე ჰქონდა და მესიმ შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხა. 2015 წლის 29 სექტემბერს კი "El Mundo"-მ დაწერა, რომ ამ შეხვედრის ჩატარება ცნობილმა მექსიკელმა ნარკო-ბარონმა, "ლოს ვალენსიამ" დაგეგმა. ასევე, სიახლეში ისიც ეწერა, რომ შემოსული თანხა ქველმოქმედების ნაცვლად მესიმ და ნარკო-ბარონმა მიიღეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და სასამართლოშიც კი შეიტანა სარჩელი.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები