UEFA-ს რეიტინგი შემდეგი სეზონისთვის: ინგლისი კატასტროფის წინაშე! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

UEFA-ს რეიტინგი შემდეგი სეზონისთვის: ინგლისი კატასტროფის წინაშე!


საინტერესო სიახლეს აქვეყნებს რუსული გამოცემა sports-ი. წყარო წერს, თუ როგორი იქნება უეფას რეიტინგი შემდეგი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ. უეფას ჩემპიონატების რეიტინგი უკანასკნელი 5 წლის მონაცემებით დგება. ყოველი ახალი სეზონის წინ მონაცემებს ახალი წელი ემატება და ყველაზე ბოლო, მე-5 აკლდება. შემდეგი სეზონის წინ, რეიტინგს გამოაკლდება 2011-2012 წლების შედეგები და დაემატება 2016-2017 წლების. როგორც იცით, რეიტინგი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ყოველი ტურის შემდეგ ახლდება. ამ მომენტისთვის, ინგლისის პრემიერ ლიგა მყარად დგას მე-3 პოზიციაზე და იტალიას 4 000 ქულით უსწრებს... თუმცა, როდესაც ახალი სეზონი დაიწყება და გრაფას 2011-2012 წლების სტატისტიკა მოაკლდება, ინგლისი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. იტალიასთან სხვაობა მხოლოდ 400 ქულა იქნება და დიდია ალბათობა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პრემიერ ლიგის გუნდებმა მე-4 ადგილი დაკარგონ. ამრიგად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შედეგებს დადებენ მიმდინარე სეზონში ინგლისური გუნდები ევრო ტურნირებზე. ცნობისთვის, შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგის კლუბებს არ ემუქრებათ მე-4 კლუბის დაკარგვა, ეს ყველაფერი შესაძლოა 2017-2018 წლები სეზონში მოხდეს. Untitled-2

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები