ბრენდან როჯერსი: "იმედგაცრუებულნი ვართ შედეგით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრენდან როჯერსი: "იმედგაცრუებულნი ვართ შედეგით"


"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირში "სიონთან" ფრეზე (1:1) კომენტარი გააკეთა. "იმედგაცრუებულნი ვართ შედეგით. კარგად დავიწყეთ თამაში, დავწინაურდით ანგარიშში, შემდეგ ალოგიკური გოლი გავუშვით, შემდეგ მთელი მატჩის განმავლობაში ვქმნიდით მომენტებს. კომფორტული უპირატესობა უნდა შეგვექმნა. სამწუხაროდ, ეს ვერ გავაკეთეთ. საერთოდ, დღეს ყველაფერი სწორედ რეალიზაციაზე იყო დამოკიდებული. საკმარისი მომენტები გვქონდა თამაშის მოსაგებად და ეს ნამდვილად დიდი იმედგაცრუებაა. უეჭველად, ჯგუფიდან გასვლა გვინდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც ფრთხილად უნდა იმოქმედონ, მაგალითად, სტარიჯი, რომელიც ახლახანს გამოჯანმრთელდა. ბორდოში შემადგენლობაში ბევრი ახალგარდა ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას" , - თქვა როჯერსმა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები