პოჩეტინო: "ორი ქულა დავკარგეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო: "ორი ქულა დავკარგეთ"


პოჩეტინო:
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ "მონაკოსთან" ფრე არ არის ყველაზე წარმატებული შედეგი. როგორც გახსოვთ, ლამელამ "დეზები" წინ გაიყვანა, მაგრამ ელ-შაარვიმ შეძლო "მონაკოსთვის" ფრე ეთამაშა, შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე. "ორი ქულა დავკარგეთ. კი, თამაშის პირველი ნახევარი რთული იყო ჩვენთვის, იმტომ, რომ მოწინააღმდეგემ ჩვენს კართან 2 საგოლე მომენტი შექმნა. მაგრამ გოლი გავიტანეთ და უკვე მეორე ტაიმში მთლიანად ვდომინირებდით" , - თქვა არგენტინელმა. "ვფიქრობ, არ გაგვიმართლა. 3 ქულა პრაქტიკულად უკვე ჯიბეში გვედო. თუმცა, კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის გაძლიერებით. ძლიერ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებოდით, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. დელე ალის ინგლისის ნაკრებში გამოძახება? ძალიან მიხარია მის გამო. ჩვენ მუდმივად ვკონტაქტობთ ჰოჯსონის სამწვრთნელო შტაბთან და ინფორმაციას ვუზაირებთ. დელე ძალიან მომწიფებულია როგორც მინდორზე, ისე მის გარეთაც".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები