ტუხელი: "ძალიან კმაყოფილი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტუხელი: "ძალიან კმაყოფილი ვარ"


"ბორუსია დ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "პაოკ"-თან თამაშის (1:1) შემდეგ თავისი ქვეშევრდომები შეაქო. გერმანელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა, პირველი ტაიმის შუა ნაწილში გაშვებული გოლის შემდეგ ტუხელის ქვეშევრდომებს გაუჭირდათ. მიუხედავად ამისა, თავად მწვრთნელი ძალიან კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით. "ძალიან კმაყოფილი ვარ, გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა და ეს კარგად გააკეთა" , - თქვა ტუხელმა. "შემთხვევითი გოლი გავუშვით იმ მომენტში, როცა მთლიანად ვდომინირებდით. 80-ე წუთამდე "პაოკ"-ს ჩვენს კართან თითქმის არაფრის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევდით. ვიცით, რომ ჩვენი თამაშის რიტმს და დონეს შეუძლია წარმატებული დასასრულის იმედი მოგვცეს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები