კოულმენი: "ბეილი მანქანაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოულმენი: "ბეილი მანქანაა"


უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კრის კოულმენმა მისი გუნდისთვის მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ გარეტ ბეილის უდიდეს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. "მიმდინარე შესარჩევ ციკლში გარეტი ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის არამხოლოდ თავისი გოლებით, არამედ გამარჯვებულის მენტალობითაც გვეხმარება, რომელიც მან კოლექტივში მოიტანა" , - ხსნის უელსელების მწვრთნელი. "ის დაუჯერებლად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. ამიტომ, არ გვინდა უმნიშვნელოვანესი მატჩები მისნაირი ფეხბურთელების გარეშე ჩავატაროთ. ბეილი მანქანაა, დაუჯერებელი ათლეტი".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები