ბექჰემს იმედი აქვს, რომ რონალდუ "მანჩესტერში" დაბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბექჰემს იმედი აქვს, რომ რონალდუ "მანჩესტერში" დაბრუნდება


კრიშტიანუ რონალდუ და მისი "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო დაბრუნების თემა მუდამ დიდ ინტერესს იწვევს და განხილვის საგანია. დღეს დილით, talkSport-თან ინტერვიუში "რეალის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ლეგენდამ, დევიდ ბექჰემმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ კრიშტიანუ უახლოეს მომავალში "წითელ ეშმაკებს" დაუბრუნდება. "მინდა, ვნახო, როგორ დაბრუნდება კრიშტიანუ რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე". ის ბრწყინვალედ თამაშობდა "მან იუნაიტედში" ,- აცხადებს ბექჰემი. შეგახსენებთ, რონალდუმ "მანჩესტერის" მაისურით პრემიერ ლიგაში 6 სეზონი ჩაატარა, 3-ჯერ იზეიმა ჩემპიონობა და ერთხელ გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა, "რეალში" კი რაულ გონსალეს ბლანკოს რეკორდი დაამხო.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები