დღის ფსონი: 03.10.2015 » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დღის ფსონი: 03.10.2015


დღის ფსონი: 03.10.2015
მოგესალმებით, უიქენდზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართება და სანაკრებო პაუზამდე გუნდები უკანასკნელ მატჩებს გამართავენ. დღის ფსონი გიბრუნდებათ და გთავაზობთ შაბათის ბილეთს, გისურვებთ წარმატებებს... expertisfsoni norlec პრემიერლიგის მერვე ტურში "ნორვიჩი" "ლესტერს" უმასპინძლებს. ორივე გუნდმა მშვენივრად დაიწყო სეზონი, განსაკუთრებით კი ეს "მელიებზე" უნდა ითქვას. მათ მხოლოდ გასულ ტურში იწვნიეს პირველ მატჩში. ორივე გუნდი ძალიან ბევრს იტანს და ბევრსაც უშვებს, ასე მგონია, რომ არც ეს მატჩი იქნება გამონაკლისი და გუნდები აქაც კარგ სანახაობას შემოგვთავაზებენ, სანახაობის უპირველესი განმსაზღვრელი კი გოლებია. ჩვენი პირველი ფსონია, რომ "ნორვიჩისა" და "ლესტერის" მატჩში ორივე გუნდი გაიტანს, რის სანაცვლოდაც ტოტალიზატორები 1,6 კოეფიციენტს იხდიან.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 2:1

bas საფრანგეთში მეცხრე ტური გაიმართება, აქ ჩემი ყურადღება მიიპყრო "ანჟერისა" და "ბასტიას" მატჩმა. ცხრილს თუ ჩავხედავთ, ვიფიქრებთ, რომ ამ მატჩის ფავორიტი მასპინძელი გუნდია, თუმცა მე ნამდვილად არ ვფიქრობ ესე. მართალია, "ანჟერი" ცხრილის ზედა ნაწილშია, თუმცა, თუ მათ მატჩებს გადახედავთ, ნათელია, რომ ჯერ გუნდი არც ერთ სერიოზულ მეტოქეს არ დაპირისპირებია, "ბასტია" კი პირიქით. ამასთან, მასპინძლები საკუთარ მოედანზე უკვე დიდი ხანია არ აგებენ და მე მგონი ამის დრო მოვიდა. ვფიქრობ, რომ სტუმრები ამ მატჩს პირდაპირ მოიგებენ, თუმცა თავს დავიზღვევ და ფრეზე გაყრით ორიანს დავწერ, რის სანაცვლოდაც - 2,5 კოეფიციენტი საკმადო სოლიდურია.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 0:2

kuala კუალა-ლუმპურის ტურნირის ნახევარფინალში ესპანელი ფელიციანო ლოპესი ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავს ნიკ კირგიოსს დაუპირისპირდება. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ჩინებულ ფორმაშია, ნიკი კარიერაში პირველი ტიტულის მოგებას შეეცდება და არ გამოვრიცხავ, რომ შეძლებს კიდეც. მოკლედ, ამ თამაშს, დიდი ანალიზი არ სჭირდება და მიმაჩნია, რომ კირგიოსის მოგება ნაჩუქარია, ხოლო კოეფიციენტი კი გასაოცარი - 1,75.
03/10 - 18:00 პრემიერლიგა ნორვიჩი - ლესტერი - კი 1,6
03/10 - 22:00 ლიგა - 1 ანჟერი - ბასტია - (0)2 2,5
03/10 - 10:00 ATP კუალა-ლუმპური კირგიოსი - ლოპესი - 1 1,75
კოეფიციენტის ჯამი : 7

დაალაიქეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, სადაც იხილავთ სხვა პროგნოზებსაც: https://www.facebook.com/betofthedaygoalge


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები