იკარდი: "არასდროს მიფიქრია, რომ "ინტერის" კაპიტანი გავხდებოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იკარდი: "არასდროს მიფიქრია, რომ "ინტერის" კაპიტანი გავხდებოდი"


"ინტერის" 22 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, რომელიც კლუბს 2013 წელს შეუერთდა, განაცხადა, რომ მილანური გუნდის კაპიტნობაზე არასდროს უფიქრია. "შემიძლია გამოვტყდე, რომ, როცა "ინტერში" გადმოვედი, კაპიტნის სამკლაურის მორგებას არ ველოდი", - ციტირებს იკარდის სიტყვებს Football Italia. "უბრალოდ გოლების გატანა და წარმატებით ასპარეზობა მსურდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ, ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად კი კაპიტანიც გავხდი. პირველად სამკლაური "ატალანტასთან" მოვირგე. მაშინ არ გამიმართლა - ტრავმა მივიღე. მეორედ ხავიერ ძანეტის სამკლაური გავიკეთე, რაც განსაკუთრებული მომენტია".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები