კორეა "ინტერის" რადარზე მოხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კორეა "ინტერის" რადარზე მოხვდა


Tuttosport-ის ინფორმაციით, "ინტერის" სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს დაესწრო, რომელშიც "ატლეტიკომ" ბენფიკა მიიღო (1:2). მატჩში აუზილიომ არგენტინელი ფორვარდის, ანხელ კორეას თამაში შეათვალიერა. აღსანიშნავია, რომ სწორედ კორეამ გახსნა ანგარიში "არწივების" წინააღმდეგ შეხვედრაში. მიმდინარე სეზონში 20 წლის არგენტინელმა "ატლეტიკოს" მაისურით 7 მატჩი ჩატარა და 2 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები