"ნაპოლისთან" ჰონდას და ბალოტელის თამაში საეჭვოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ნაპოლისთან" ჰონდას და ბალოტელის თამაში საეჭვოა


"მილანის" ნახევარმცველმა, კეისუკე ჰონდამ და თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, არ არის გამორიცხული, იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით "ნაპოლისთან" გასამართი მატჩი გამოტოვონ, ავრცელებს ინფორმაციას "როსონერის" ოფიციალური საიტი. იტალიელმა ფორვარდმა კუნთის მცირე დაზიანება მიიღო და გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, იაპონელმა შუახაზელმა კი ვარჯიში გრიპის გამო გამოტოვა. ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები