დიბალა: "ბოლომდე ვიბრძოლებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიბალა: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"


დიბალა:
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის მოსაგებად თავისი გუნდის შანსებზე ისუაბრა. შეგახსენებთ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს სეზონის ცუდი სტარტი ჰქონდა. "სკუდეტო? ეს მიზანი ისევ მისაღწევია ჩვენთვის. ჩვენი გუნდი ყოველთვის იბრძოლებს გასამარჯვებლად ყოველ მატჩში" , -დაიწყო პაულომ. "სეზონის სტარტი ცუდი გვქონდა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მორატა? მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სანამ "იუვენტუსში" გადმოვიდოდი, მომწერა, რომ მოხარული იქნებოდა ჩემთან ერთ გუნდში თამაშით. ძალიან ახალგაზრდები ვართ, ბევრი მუშაობა გვჭირდება პროფესიული კუთხით გასაზრდელად. ალვარო ტოპ-დონის ფეხბურთელია, ის "რეალში" თამაშიბდა და შეუძლია, ბევრი რამ მასწავლოს" . -შეაჯამა დიბალამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები