ხამესი "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ მზადაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხამესი "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ მზადაა


ხამესი
"რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "ატლეტიკოსთან" გასამართ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, ავრცელებს ინფორმაციას Marca. კოლუმბიელი მინდორზე აგვისტოს შემდეგ არ გასულა. მას მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი ჰქონდა დაჭიმული. მიუხედავად მადრიდული დერბისთვის მზადებისა, ხამესის თამაში ამ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ მაინც დგას. შეგახსენებთ, "რეალს" გარეტ ბეილი და სერხიო რამოსიც დაუბრუნდნენ და დიდი ალბათობით, "როხიბლანკოსთან" შეხვედრის განაცხადშიც მოხვდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები