მესი, რონალდო, ზიდანი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც დამამცირებლად მოატყუეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი, რონალდო, ზიდანი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც დამამცირებლად მოატყუეს


ფეხბურთელები, რომლებიც ხშირად საფეხბურთო სამყაროს აკვირვებენ თავიანთი ფინტებით, ზოგჯერ თვითონაც ხდებიან სხვისი ტრიუკების „მსხვერპლი“. კარლეს პუიოლი ელ კლასიკოს მიმდინარეობისას, ანხელ დი მარიამ პუიოლი ე.წ. "შპაგატში" ჩააჯინა. კაკა „ინტერნასიონალის“ ფეხბურთელმა რაფაელ მოურამ ოქროს ბურთის მფლობელ კაკას ფეხებშუა გაუძვრინა და „20 თეთრიან“ ფეხბურთელთა სიას მიამატა. ჩავი ერნანდესი „ცენტრის მეფე“ კუდიგორის გზას „ვილიარეალელმა“ მარკოს სენამ გაუყენა. უეინ რუნი „ბარნლის“ ყოფილმა მცველმა, კეირან ტრიპიემ არც მეტი არც ნაკლები თვით უეინ რუნის „აჭამა დირკა“. ანდრეს ინიესტა ასე გააბითურა ლეგენდარული ანდრეს ინიესტა „მალიორკას“ ფეხბურთელმა. ზინედინ ზიდანი წარმოიდგინეთ, როგორი ცივსისხლიანი უნდა იყო რომ თვით ზინედინ ზიდანი მოატყო დამამცირებლად. ჯონათან ზებინას, ისევე, როგორც სრულიად საფეხბურთო სამყაროს, ეს მომენტი არასდროს დაავიწყდება... რონალდინიო ევროპელ მცველთა ნამდვილი სისხლის მსმელი თვითონ გახდა იმ ფინტის „მსხვერპლი“, რომლითაც ასე ხშირად აწბილებდა ლეგენდარულ მცველებსაც კი. ხუან პაბლო სორინმა რონალდინიოც „20 თეთრიანთა“ სიაში შეიყვანა. ლიონელ მესი ლეგენდარული მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც „ბაიერნმა“ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა „ბარსელონა“, მატჩში ანგარიშის გარდა კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. ოთხგზის ოქროს ბურთის მფლობელი ლეო რიბერის ცრუ მოძრაობის შემდეგ მინდორზე გაერთხა. კრისტიანო რონალდო კიდევ ერთი ელ–კლასიკო და კიდევ ერთი განსაცვიფრებელი ტრიუკი. ამჯერად კარტოფილის ბადე ფეხებს შუა კრისტიანო რონალდოს გამოაბეს, თანაც ვინ - დანი ალვეშმა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამის შემდეგ ყველაფრის დაჯერება შეიძლება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „20 თეთრზე გაიყიდა“.

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE -სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები