ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დელეგატი დაპატიმრებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დელეგატი დაპატიმრებულია


ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დელეგატი დაპატიმრებულია
ახლახანს, (02:46) გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი დელეგატი დააპატიმრეს. ცნობილია, რომ გეგა გობეჯიშვილი ვაკის პოლიციამ დააკავა. მას ნარკოტიკების ქონას ედავებიან. ამ ინფორმაციას სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, რევაზ არველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბატონი რევაზი იმასაც წერს, რომ გეგა გობეჯიშვილი მისი მხარდამჭერი იყო. აღსანიშნავია, რომ სანამ არველაძე გაავრცელებდა ამ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერდა გეგა გობეჯიშვილის გაუჩინარების შესახებ. Untitled-2

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები