შოთა არველაძის სიტყვები არჩევნების წინ: "გვაწუხებენ აქედანაც და იქიდანაც" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შოთა არველაძის სიტყვები არჩევნების წინ: "გვაწუხებენ აქედანაც და იქიდანაც"


შოთა არველაძის სიტყვები არჩევნების წინ:
გუშინ რევაზ არველაძის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე შოთა არველაძის ვიდეო დაიდო. კადრებში ხედავთ რევაზის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პრეზენტაციას. სავარაუდოდ, შოთას სიტყვებიც მაშინდელია. როგორც ხედავთ, ქართველი ფეხბურთელი წარსულშიც საუბრობდა ზეწოლებზე და იმედი ჰქონდა, რომ არჩევნები ყოველგვარი უნამუსო ნაბიჯების გარეშე ჩაივლიდა. გუშინ, როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების ერთ-ერთი დელეგატი დააპატიმრეს. გეგა გობეჯიშვილს, რომელიც რევაზ არველაძის მხარდამჭერი იყო, ნარკოტიკების შენახვას ედავებიან. ამასთან დაკავშირებით რევაზმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებდა, რომ ეს ზეწოლა იყო და ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. არ არის გამორიცხული, რომ შოთა არველაძე სწორედ მსგავს ფაქტებს გულისხმობდა სიტყვით გამოსვლის დროს, რევაზის საპრეზიდენტო კამპანიაზე. იხილეთ შოთას სიტყვები, რომელიც რევაზ არველაძის ფეისბუქზე გუშინ ღამით გავრცელდა. [jwplayer mediaid="150583"]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები