უმაღლესი ლიგა: მე-7 ტურის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა: მე-7 ტურის წინ


უმაღლესი ლიგა: მე-7 ტურის წინ
დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს უმაღლესი ლიგის გათამაშების 4 მატჩი გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების ციებ-ცხელებასთან ერთად საინტერესო საფეხბურთო დღეც ელის ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს. ლიდერის პოზიციაზე მყოფი გორის "დილა" მე-4 ადგილოსან სამტრედიის "სამტრედიას" გაეჯიბრება. შეგახსენებთ, გასულ ტურში "დილამ" თბილისის "დინამოსთან" გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც დაიკავა, "სამტრედიამ" კი "ზუგდიდს" ვერ მოუგო (3:3). დღეს ერთმანეთს თბილისში ორი "დინამო" დაუპირისპირდება. თბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. გასულ ტურში თბილისელები 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ, ბათუმელებმა კი საჩხერელებთან ფრედ, 1:1 ითამაშეს. თბილისის "მიხეილ მესხის სახელობის" სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს ცხინვალის "ცხინვალი" და ფოთის "კოლხეთი" გაეჯიბრებიან. გასული ტური "ცხინვალმა" გამარჯვებით დაასრულა"ტორპედოსთან" (1:3), "კოლხეთმა" კი "საპოვნელასთან" ფრე ითამაშა(0:0). მე-4 მატჩი ქუთაისში, "რამაზ შენგელიას სახელობის" სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს თერჯოლის "საპოვნელა" და თბილისის "ლოკომოტივი" შეხვდებიან. "ლოკომოტივმა" "საპოვნელას მსგავასად, გასულ ტურში უგოლოდ, ფრედ დაასრულა ასპარეზობა. 3 ოქტომბერი - უმაღლესი ლიგა მე-7 ტური "სამტრედია" - "დილა", "ეროსი მანჯგალაძის სახელობის" სტადიონი, 15:00 საათი "დინამო" (თბილისი) - "დინამო" (ბათუმი), თბილისი, "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა", 18:00 საათი "ცხინვალი" - "კოლხეთი" (ფ), თბილისი, "მიხეილ მესხის სახელობის" სათადარიგო მოედანი, 15:00 საათი "საპოვნელა" - "ლოკომოტივი", ქუთაისი, "რამაზ შენგელიას სახელობის" მოედანი, 15:00 საათი  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები