ვერატი: "კონტე საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერატი: "კონტე საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია"


"პსჟ"-სა და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ "სკუადრა აძურას" მწვრთნელი ანტონიო კონტე შეაქო. "კონტეს საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ის ტაქტიკოსია, რომელიც მოწინააღმდეგის უმცირეს დეტალებს არჩევს და ყველაფერი იცის ოპონენტზე. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაა ჩვენი შედეგები ხანდახან არასტაბილური. ხან დიდი დრო სჭირდება იმის გაგებას, თუ რას ითხოვს ის ჩვენგან. მაგრამ გვარი "კონტე" უზარმაზარი უპირატესობაა იტალიის ნაკრებისთვის" , - უთხრა ვერატიმ Sky Sport Italia-ს. შეგახსენებთ, ევრო 2016-ის შესარჩევში 8 შეხვედრის შემდეგ იტალია პირველ ადგილზეა H ჯგუფში, 18 ქულით ლიდერობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები