დებუშიმ შესაძლოა "არსენალი" დატოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დებუშიმ შესაძლოა "არსენალი" დატოვოს


"არსენალის" მცვლმა, მატიე დებუშიმ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბიდან წასვლის ვარიანტები განიხილოს. ამის მიზეზი ლონდონურ გუნდში სათამაშო დროის ნაკლებობაა. ამ სეზონში 30 წლის ფრანგი მინდორზე მხოლოდ 3 მატჩში გავიდა, რამდენადაც, მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი უპირატესობას ახალგაზრდა ექტორ ბელერინს ანიჭებს. ამის გამო დებუშიმ საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მარჯვენა მცველის ადგილი დაკარგა. ბოლო ამხანაგურ მატჩებში სომხეთთან და დანიასთან ეროვნულ გუნდში მის ადგილას ბაქარი სანია და კრისტოფ ჟაიე გამოიძახეს. შეგახსენებთ, 2016 წელს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები