სეხნიათა დერბი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სეხნიათა დერბი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის, შაბათის ბოლო მატჩი "დინამო არენაზე". აღნიშნულ სტადიონზე სეხნიათა დერბი გაიმართა. თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამო" მიიღო. მე-9 წუთზე, ოთარ კიტეიშვილის დარტყმა, საჯარიმოს გარედან, არაზუსტი იყო. ბურთი ალავიძის კარს ასცდა. მე-17 წუთზე, საჯარიმოში ოთარ კიტეიშვილი ძალიან სახიფათოდ შევიდა, გიორგი ქვილითაიას მშვენიერი გადაცემაც გაუკეთა, თუმცა, ტანმაღალმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან ბურთი მეტოქის კარს ახლო მანძილით ააცილა. 30-ე წუთზე, საბა ლობჟანიძემ საჯარიმო დარტყმა კარში ჩაახვია, თუმცა, მიხეილ ალავიძემ ბრწყინვალე ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. 44-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან გელა გოგიტიძის დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკას კარს დიდი მანძილით ასცდა. 58-ე წუთზე, გიორგი თევზაძის ჩაწოდებულ კუთხურს გიორგი გველესიანი გამოეხმაურა, თუმცა, არაზუსტად. 66-ე წუთზე, დავით ვოლკოვის ძლიერი დარტყმა მიხეილ ალავიძის კარის მარცხენა ძელს მოხვდა. 68-ე წუთზე, გიორგი თევზაძის საჯარიმო დარტყმა საკმაოდ არაზუსტი იყო. ბურთმა ბათუმელთა კარს ზემოდან გადაუარა. 71-ე წუთზე, ლაშა პარუნაშვილის უძლიერესი დარტყმული მიხეილ ალავიძემ საიმედოდ მოიგერია. 73-ე წუთზე, ზღვისპირელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სტუმართა მცველებისგან ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე არაბულს ალავიძემ აუღო, ხოლო ცარიელ კარში კიტეიშვილმა გაიტანა.

"დინამო"(თბ) 1-0 "დინამო"(ბთ)

გოლი: კიტეიშვილი '73

"დინამო"(თბ): ჰრდლიჩკა, გველესიანი, ცინცაძე, პარუნაშვილი, ლობჟანიძე(ვოლკოვი '18), კიტეიშვილი, ფერეირა, ჯიღაური, ტვილდიანი(ჭელიძე '90+), ქვილითაია(არაბული '69), თევზაძე

მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

"დინამო"(ბთ): ალავიძე, გოგიტიძე, მახარაძე, დიასამიძე(მედინა '57), მგელაძე, ქათამაძე, სუხიაშვილი, შონია(ვარშანიძე '20), ჩირიკაშვილი(აბუსელიძე '80), ბერიაშვილი, ქავთარაძე

მთ.მწვრთნელი: ლევან ხომერიკი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები