ცინცაძე: "ესპანეთის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცინცაძე: "ესპანეთის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ"


რამდენიმე საათის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის შაბათის ბოლო შეხვედრა "დინამო არენაზე", სადაც ადგილობრივმა "დინამომ" ბათუმის "დინამო" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, GOAL.GE-მ დედაქალაქური გუნდის კაპიტანი, მათე ცინცაძე ჩაწერა. - პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას. შეაფასე დღევანდელი მატჩი. - პირველ რიგში, ვიცოდით, რომ ურთულესი თამაში გველოდებოდა. რთულია, "დილასთან" 2-0 წაგების შემდეგ, რეაბილიტიაციის მოხდენა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ კაცნაკლული ვითამაშეთ და უდიდესი ენერგია დავხარჯეთ. ბიჭებმა მობილიზება მოვახერხეთ. მართალია, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა და "დინამო" ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა(იღიმის). - ბოლო წუთებში, გუნდს გაუჭირდა და გოლის გაშვებას 2-ჯერ გადარჩა. - რა თქმა უნდა, ფეხბურთი იმის თამაშია, რომ შეიძლება შენ უფრო მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე მეტოქემ, მაგრამ შენს კარში 4 გოლი გავიდეს. სპორტის ამ სახეობაში ასეც ხდება, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. - ევროპაში სანაკრებო პაუზა იწყება. საქართველოს 21 წლამდელთა გუნდს ესპანეთის წინააღმდეგ უსერიოზულესი თამაში უწევს. - რა თქმა უნდა, ურთულესი თამაში გვაქვს. შევეცდებით, ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.  ესპანეთის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მინიმუმი ფრე იქნება. ჩვენს ქომაგს კი იმას ნამდვილად ვპირდებით, რომ  ბიჭები ბოლომდე დავიხარჯებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები