კობიაშვილი: "ეს არის ხალხის გამარჯვება!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კობიაშვილი: "ეს არის ხალხის გამარჯვება!"


კობიაშვილი:
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მომავალი 4 წლის მანძილზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება. პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ვეტერანმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა. "ძალიან ემოციური დღეა! მადლობა ყველას, ვინც ქართული ფეხბურთის მომავალს მისცა ხმა, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და მადლობა თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს იმისათვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მაძლევდით მოტივაციასა და ძალას. მთავარი ახლა იწყება, ბრძოლა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისათვის! ეს არის ხალხის გამარჯვება!" - აცხადებს კობიაშვილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები