მატჩები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატჩები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ


ამ უიქენდზე უკვე გაიმართა ტურის რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა. "სევილიამ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა. "ჩელსიმ" კი შინ წააგო. თუმცა 4 ოქტომბერს გულშემატკივარს სუპერ მატჩები ელის. გთავაზობთ შეხვედრებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ 16:30 ევერტონი - ლივერპული მერსესაიდული დერბი, რომელიც ყოველთვის საინტერესო და გამორჩეულია სხვა მატჩებთან შედარებით. ამ გუნდებს შორის გამართული წინა მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. 16:30 "აიაქსი" - "პსვ" მერსესაიდული დერბის პარალელურად, ჰოლანდიაში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს გათამაშების 2 მთავარი ფავორიტი - "აიაქსი" და "პსვ" დაუპირისპირდებიან. 19:00 "არსენალი" - "მანჩესტერი" პრემიერლიგაში გულშემატკივარს კიდევ 1 საოცარი მატჩი ელის. ლონდონის "არსენალი" შინ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს. თუ არსენ ვენგერის გუნდმა გაიმარჯვა, ისინი წითელ ეშმაკებს ქულებით დაეწევიან. 19:30 "ბაიერნი" - "დორტმუნდი" 2 დაუმარცხებელი გუნდი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ერთმანეთში გაარკვევს უძლერესის ვინაობას. წინა მატჩი "დორტმუნდმა" პენალტების სერიაში მოიგო. 22:30 "ატლეტიკო" - "რეალი"  ცენტრალური მატჩი გაიმართება ესპანეთშიც. მადრიდულ დერბიში გამარჯვებული სამეულში დაიმკვიდრებს ადგილს. 22:45 "მილანი" - "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში "მილანსაც" და "ნაპოლისაც" 9-9 ქულა აქვთ. წინა მატჩში გამარჯვებული "ნაპოლი" გამოდგა. მათ მილანელები 3:0 დაამარცხეს. 23:00 "პსჟ" - "მარსელი" სუპერ კვირის ბოლო მატჩი კი საფრანგეში გაიმართება. გათამაშების მთავარი ფავორიტი "პსჟ" შინ "მარსელს" მიიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები