ადვოკაატმა "სანდერლენდი" დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ადვოკაატმა "სანდერლენდი" დატოვა


"სანდერლენდის" მთავარმა მწვრთნელმა, დიკ ადვოკაატმა პოსტი დატოვა. ჰოლანდიელი სპეციალისტის გადადგომაზე ოფიციალური განცხადება უკვე დღეს გაკეთდება. წასვლის შესახებ თავის გადაწყვეტილებაზე 68 წლის სპეციალიტმა კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ გასულ კვირას აცნობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ადვოკაატი "ბარნლის" მწვრთნელმა, შონ დაიშმა შეცვალოს. შეგახსენებთ, ჰოლანდიელი "სანდერლენდს" ნახევარი წლის წინ ჩაუდგა სათავეში და კლუბთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები