დენი ინგზი: "იგნორს ვუკეთებთ გუნდის ირგვლივ არსებულ ჭორებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დენი ინგზი: "იგნორს ვუკეთებთ გუნდის ირგვლივ არსებულ ჭორებს"


"ლივერპულის" თავდამსხმელმა, დენი ინგზმა "ევერტონთან" მატჩის (1:1) შემდეგ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. "ვფიქრობ, თამაში საინტერესო იყო გულშემატკივრებისთვის და ძალიან მიხარია, დერბიში რომ გავიტანე გოლი. დღეს განსაკუთრებული მატჩი იყო. ბევრი მომენტი შევქმენით, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ჩვენი დაცვა დიდებულად თამაშობდა, შესვენების შემდგე კი თამაში უკვე საჯარიმოდან საჯარიმომდე განვითარდა. იგნორს ვუკეთებთ გუნდის ირგვლივ არსებულ ჭორებს და შეკრულნი ვართ გასახდელში. პრობლემები მქონდა თამაშის მიმდინარეობისას. უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გავივლი, ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იქნება" , - თქვა ინგზმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები