როჯერსი: "ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როჯერსი: "ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით"


"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩში ფრეზე კომენტარი გააკეთა. "უკეთ ვთამაშობდით პირველ ტაიმში. "ლივერპულმა" შესანიშნავი მომენტები შექმნა და დამსახურებულად გაიტანა გოლი. თუმცა, ტაიმის ბოლოს დაშვებულმა შეცდომამ ყველაფერი გააფუჭა" , - თქვა როჯერსმა. "მეორე ტაიმში ვიცოდით, რომ წნეხის ქვეშ ვიყავით. თამაშში კონტრშეტევებზე გადავედით და ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. ჩემს ქვეშევრდომებს სუპერმოტივაცია ჰქონდათ. ყოველ თამაშში ვპროგრესირებთ და ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი მომენტების უკეთ რეალიზება. მეორე ტაიმში კარგად არ ვაკონტროლებდით ბურთს. ჩემზე ზეწოლა არ არის. ჩემს გუნდზე ვღელავ და თქვენ ნახეთ ჭორებზე მათი რეაქცია. ისინი ძალიან მომართულნი იყვნენ. ოთხი წამყვანი კატალიზატორი დავკარგეთ და გარდაქმნა გვაქვს" , - თქვა როჯერსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები