პრემიერ ლიგა. 20 წუთიანი შტურმი "ემირეითსზე", ერიქსენის საჯარიმოებით ქულა "ტოტენჰემს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პრემიერ ლიგა. 20 წუთიანი შტურმი "ემირეითსზე", ერიქსენის საჯარიმოებით ქულა "ტოტენჰემს"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის მე-7 ტურის 2 მატჩი და მორჩა აღნიშნული რაუნდის ყველა შეხვედრა. მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ემირეითსზე" გაიმართა, სადაც არსენ ვენგერის შეგირდებმა "მანჩესტერ იუნაიტედი" საწყისს 20 წუთში შეტევებით დაბომბეს და 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. "მეთოფეებმა" ამის შემდეგ შეხვედრის ტემპი სათავისოდ წარმართეს და საჭირო 3 ქულა ჩაიწერეს სატურნირო ცხრილში.

"არსენალი" 3-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

გოლი: სანჩესი '6, ოზილი '7, სანჩესი '20

"არსენალი": ჩეხი, მერტესაკერი, პაულისტა, მონრეალი, ბელერინი, ოზილი(ოქსლედ-ჩემბრლენი '75), რემზი, სანჩესი(გიბსი '81), კასორლა, კოკელენი, უოლკოტი(ჟირუ '75)

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, იანგი, დარმიანი(ვალენსია '46), დეპაი(ფელაინი '46), მატა(ვილსონი '82), რუნი, კერიკი, შვაინშტაიგერი, მარტიალი

გაფრთხილება: კოკელენი - იანგი, დარმიანი, რუნი

არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება შედგა "ლიბერთიზე", სადაც გარი მონკის შეგირდები საბრძოლო ფრით "ტოტენჰემს" დაუზავდნენ. ვიხილეთ "ტოტენჰემის" შემტევის, ჰარი კეინის სახალისო ავტოგოლი და "მამლებიდან" დანიელი შემტევის, კრისტიან ერიქსენის გაბრწყინება, რომელმაც ულამაზესი საჯარიმოებით ლონდონური გუნდი წაგებას გადაარჩინა.

"სუონსი" 2-2 "ტოტენჰემი"

გოლი: აიუ '16, კეინი '31(ს.კ) - ერიქსენი '27, '65

"სუონსი": ფაბიანსკი, ტეილორი, ვილიამსი, რანჯელი, ფერნანდესი, კი, შელვი(კორკი '86), აიუ, მონტერო, სიგურდსოი(ბაროუ '75), გომისი

"ტოტენჰემი": ლორისი, უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი, ლამელა(თაუნსენდი '57), დაიერი, ალი, ჩადლი(ნ'ჟიე '64), ერიქსენი, კეინი(დემბელე '81)

გაფრთხილება: ფერნანდესი - დევისი, დაიერი, ვერტონგენი, უოლკერი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები