"თხებმა" "ხუმარები" დაამწუხრეს, "ბაიერმა" ფრედ ითამაშა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"თხებმა" "ხუმარები" დაამწუხრეს, "ბაიერმა" ფრედ ითამაშა


დღეს ბუნდესლიგის მე-8 ტურის დასკვნითი მატჩები გაიმართა. გელზეკირხენის "შალკემ" "კიოლნს" უმასპინძლა და 0-3 წააგო. "შალკე" უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ შემოცვლაზე შემოსულმა ზოლერმა ბურთი დაახლოებით 40 წამში შეაგდო. "კიოლნი" მე-5 ადგილზე გადავიდა, ხოლო, "ხუმარები" გამარჯვების შემთხვევაში მე-2 პოზიციაზე გადაბარგდებოდნენ. მე-2 შეხვედრაში ლევერკუზენის "ბაიერმა" აუტსაიდერი "აუგსბურგი" მიიღო და 2 ქულა დაკარგა. ავტო გოლი "ბაიერის" მეკარემ ბერნდ ლენომ მე-12 წუთზე მიითვალა, ხოლო, ბელარაბიმ 39-ე წუთზე გაათანაბრა. ამის შემდეგ გოლი აღარ გასულა და "აუგსბურგმა" მოპოვებული ქულით გასავარდნი ზონიდან გადასათამაშებელ ზონაში გადაინაცვლა. ლევერკუზენი 1-1 აუგსბურგი გოლები: ბელარაბი 39 - ლენო 12 (ავტო გოლი) ლევერკუზენი: ლენო, პაპადოპულოსი, ვენდელი, დონატი, ტაჰი, ბენდერი, ბელარაბი (ბრანდტი 78), კამპლი, კრამერი, ერნანდესი (კისლინგი 75), ჩალჰანოღლუ (მეჰმედი 75) აუგსბურგი: ჰიტცი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაეგი, კლავანი, სტაფილიდისი, ფეულნერი (ესვეინი 81), ალტინტოპი, ბაიერი (ჰონგი 68), ესვეინი, კოო, კორი, ბობადილია (მატავზი 63) გაფრთხილებები: ვენდელი 69, დონატი 72 - კალსენ ბრაკერი 52, ბაიერი 68, ჰიტცი 90+1 შალკე 0-3 კიოლნი გოლები: მოდესტე 45, გერჰარდტი 79, ზოლერი 84 შალკე: ფერმანი, კაისარა, მატიპი, აოგო, ნეუშტადერი (ჰობჯერგი 78), გეისი, გორეცკა (ჩუპო მოტინგი 66), მეიერი, სანე (ჰიოვედესი 87), ჰუნტელაარი, დი სანტო კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, ჰექტორი, სორენსენი, ჰეინტცი, ლემანი, რისე (ზოლერი 83), ბიტენკურტი (ვოგტი 58), გერჰარდტი, მოდესტე, ოსაკო (მაროი 70) გაფრთხილებები: გეისი 79, მეიერი 90 - ბიტენკურტი 50, რისე 69 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები