"ლივერპულის" მწვრთნელობის 5 მთავარი კანდიდატი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპულის" მწვრთნელობის 5 მთავარი კანდიდატი


დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლივერპულმა" მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი დაითხოვა. პრემიერ ლიგის მე-8 ტურის მატჩში, "მერსისაიდულმა" გუნდმა "ევერტონთან" შეხვედრა ფრედ დაასრულა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაითხოვეს ჩრდილო ირლანდიელი სპეციალისტი. ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Mirror-ი აქვეყნებს იმ მწვრთნელების შესახებ სიახლეს, რომლებმაც შესაძლოა "ლივერპული" წელს ჩაიბარონ. 1. კარლო ანჩელოტი გასული სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალიდან" გაუშვეს. ამჟამად ის თავისუფალია და არ არის გამორიცხული, რომ "ლივერპული" ჩაიბაროს. შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალიტს პრემიერ ლიგაში უკვე აქვს ნამუშევარი (ჩელსი) Managers-in-their-offices 2. იურგენ კლოპი ანჩელოტისთან ერთად, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ყველაზე მეტად იურგენ კლოპი მოიაზრება. გერმანელმა სპეციალისტმა "დორტმუნდი" გასული სეზონის ბოლოს დატოვა და ჯერჯერობით უგუნდოდ არის. Borussia-Dortmund-v-SV-Werder-Bremen-Bundesliga 3. რონალდ კუმანი ანჩელოტისგან და კლოპისგან განსხვავებით, კუმანი ამჟამად დაკავებულია, თუმცა ისიც მოიაზრება "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელად. როგორც იცით, კუმანი ამჟამად "საუთჰემპტონს" წვრთნის. Southampton-v-Swansea-City-Premier-League 4. ვალტერ მაცარი უკვე მეორე სეზონია ვალტერ მაცარი უგუნდოდ არის. ბოლოს ის მილანის "ინტერის" მწვრთნელი იყო, თუმცა საუკეთესო წლები მან მაინც "ნაპოლიში" გაატარა (2009-2014). არ არის გამორიცხული იტალიელმა "ლივერპული" ჩაიბაროს. Parma-FC-v-FC-Internazionale-Milano-Serie-A 5. ფრანკ დე ბური უკვე მე-5 სეზონია, რაც ფრანკ დე ბური ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელია. ამ ხნის განმავლობაში ჰოლანდიელმა დიდი პროგრესი განიცადა და გამოცდილებაც დაიგროვა. მოკლედ რომ ვთქვათ, დე ბურს შეუძლია ჩაიბაროს ისეთი დონის გუნდი, როგორიც "ლივერპულია". Ajax-v-Rapid-Vienna-UEFA-Champions-League-Third-Qualifying-Round-2nd-Leg

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები