"იუვენტუსმა" მე-2 შეხვედრა მოიგო, "ინტერმა" გენუა ქულით დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იუვენტუსმა" მე-2 შეხვედრა მოიგო, "ინტერმა" გენუა ქულით დატოვა


დღეს სერია A-ს კვირა დღის პირველი შეხვედრები გაიმართა. ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონატში მე-2 გამარჯვების მოპოვება შეძლო. ტურინელები 32 წუთამდე "ბოლონიასთან" სახლში მარცხდებოდნენ, თუმცა მორატამ გათანაბრა და პირველი ტაიმი 1-1 მორჩა. მე-2 ნახევარში "იუვემ" ადვილად მოიპოვა უპირატესობა და 3-1 გაიმარჯვა.  საინტერესოა, რომ პირველი გოლი გაიტანა სამი ხედირამ "ბებერი ქალბატონის" მაისურით. კლუბს მოგების შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა და მე-12 ადგილზე გადავიდა. კვლავ ვერ მოიგო გათამაშების ლიდერმა მილანის "ინტერმა", რომელიც ამჯერად გენუის "სამპდორიას" ესტუმრა. "სამპდორია" 51-ე წუთზე მურიელმა დააწინაურა, ხოლო, პერიშიჩმა 71-ე წუთზე უპასუხა. ამის შემდეგ ბურთი აღარ გასულა და "ფიორენტინას" თამაშამდე "ნერაძური" პირველ ადგილს იკავებს. "რომა" პალერმოში ჩავიდა და ადგილობრივი გუნდი 2-4 დაამარცხა. პირველ ტაიმში "ჯალოროსი" 0-3 დაწინაურდა და თამაშის მოგება აღარ გასჭირვებია. "პალერმომ" 2 გოლის გაქვითვა შეძლო, თუმცა ჟერვინიომ 92-ე წუთზე კიდევ 1 გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "გლადიატორებს" 14 ქულა დაუგროვდათ და მე-4 პოზიციაზე აღმოჩდნენ. იუვენტუსი 3-1 ბოლონია გოლები: მორატა 33, დიბალა 52, ხედირა 63 - მუნიერი 5 იუვენტუსი: ბუფონი, ბარძალი, ევრა, ბონუჩი, კიელინი, ხედირა (ასამოა 90+2), ერნანესი (ლემინა 67), კუადრადო, პოგბა, მორატა (ძაძა 76), დიბალა ბოლონია: მირანტე, გასტალდელო (როსეტინი 48), პულგარი (ბრიჯი 70), ოიკონომუ, მასინა, ფერარი, რიცო, დიავარა, ბრიენზა (ფალკო 76), მუნიერი, დესტრო გაფრთხილებები: ლემინა 83 - დესტრო 40, გასტალდელო 41, მუნიერი 45+1, მასინა 50. პულგარი 56 ვიდეო მიმოხილვა: სამპდორია 1-1 ინტერი გოლები: მურიელი 51 - პერიშიჩი 71 სამპდორია: ვივიანო, მესბაჰი, მოისანდერი, ზუკანოვიჩი, პერეირა, ბარეტო, სორიანო, ფერნანდო (ივანი 87), ედერი, მურიელი (კასანო 76), კორეა (პალომბო 56) ინტერი: ჰანდანოვიჩი, სანტონი (ლაჯიჩი 89), მურილო, ტელესი, მელო, პერიშიჩი, მედელი, გუარინი, კონგდობია (ბაბიანი 63), პალასიო (მანაჯი 71), იკარდი გაფრთხილებები: ბარეტო 64, ფერნანდო 81 - პერიშიჩი 68, მელო 80, მედელი 82, გუარინი 92 ვიდეო მიმოხილვა: პალერმო 2-4 რომა გოლები: ჯილარდინო 57, გონსალესი 90+1 - პიანიჩი 2, ფლორენცი 13, ჟერვინიო 27, ჟერვინიო 90+2 ვიდეო მიმოხილვა: ემპოლი 1-0 სასუოლო გოლი: მაკარონე 88 უდინეზე 1-1 ჯენოა გოლები: დი ნატალე 47 - პეროტი 76 ლაციო 2-0 ფროზინონე გოლები: კეიტა 80, დორდევიჩი 90+4
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები